საგანგებო მდგომარეობა

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე 7 353 მოქალაქე ჯამში 22 მლნ ლარით დააჯარიმეს

droa.ge

27 მარტიდან დღემდე, სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის 3000 ლარით 7353 მოქალაქე დააჯარიმა.

სულ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს.

მოქალაქეთა უმეტესობას კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნისთვის აჯარიმებდნენ. ასევე, მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევის და ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობისთვის.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, ხოლო კომენდანტის საათი - 31 მარტს. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები