კორონავირუსი

ესპანეთში კორონავირუსისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

Atenció gent gran/Twitter

ესპანეთში კორონავირუსისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. მარია ბრანიასი ქვეყანაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, ვინც COVID-19-ის დამარცხება შეძლო. 

ქალი მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ესპანეთში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა. მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. 

მარია ბრანიასი ორივე მსოფლიო ომსა და ესპანეთის სამოქალაქო ომს მოესწრო. ის გადაურჩა 1918-19 წლის გრიპის პანდემიასა და კორონავირუსს.

ის 1907 წელს მექსიკაში დაიბადა, 2 წლის შემდეგ სან ფრანცისკოში გადავიდა, პირველი მსოფლიო ომის დროს კი, კატალანის პროვინციაში ჟურნალისტ მამასთან ერთად დაბრუნდა. ქალს სამი შვილი, 11 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს. 

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 269 520 შემთხვევაა დადასტურებული - ყველაზე მეტი ევროპაში. ქვეყანაში 180 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 920 კი გარდაიცვალა.

კომენტარები