კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიამ ინფიცირებულთა რაოდენობით გერმანიას გაუსწრო, ბოლო 24 საათში 836 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით გერმანიას გაუსწრო. ჯამში, ქვეყანაში 178 214 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 13 000-ზე მეტი - ბოლო 24 საათში.

ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში 836 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსით ქვეყანაში 12 404 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 72 597 გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 4 355 456 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 293 090 და გამოჯანმრთელდა 1 610 421 ადამიანი.

კომენტარები