კორონავირუსი

პოლონეთში 18 მაისს რესტორნები, სილამაზის სალონები გაიხსნება

18 მაისიდან პოლონეთში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები შემსუბუქდება და რესტორნები, სილამაზის სალონები გაიხსნება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 13 მაისს განაცხადა.

პოლონეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული პირი, საშუალოდ, 1-ზე ნაკლებ ადამიანს აავადებს. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანაში, გარკვეულწილად, ეპიდემია შეაკავეს, ამიტომ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა შეუძლიათ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სკოლები ნაწილობრივ გაიხსნება. 

პოლონეთში შეზღუდვების შემსუბუქება აპრილში დაიწყო - ქვეყანაში საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები უკვე გახსნილია. 

კორონავირუსის გამო, პოლონეთში 10 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. მორავიეცკი იმედოვნებს, რომ არჩევნები ივნისში გაიმართება. 

ბოლო მონაცემებით პოლონეთში ახალი კორონავირუსი სულ 17 062 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 847, გამოჯანმრთელდა 6 410.

კომენტარები