კორონავირუსი და ეკონომიკა

რუსეთში უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდა

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის, ტატიანა გოლიკოვას თქმით, მაისის შუისთვის ქვეყანაში უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდა და უმუშევართა რაოდენობამ 1.4 მილიონ ადამიანს მიაღწია.

"აღრიცხული უმუშევარი ადამიანების რიცხვი ამ დროისათვის, ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, გაზრდილია 725 800-დან 1 მილიონი 434 ათას ადამიანამდე. ეს ნიშნავს, რომ თითქმის გაორმაგდა ან 97.6%-ით გაიზარდა", - თქვა ვიცეპრემიერმა.

როგორც ის ამბობს, პირველი მარტის შემდეგ 1 მილიონ 654 ათასმა რუსმა მიმართა დასაქმების სამსახურებს სამუშაოს ძებნის ან შესაბამისი დახმარების მიღების მიზნით.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში. აღრიცხულია 242 ათასზე მეტი შემთხვევა, საიდანაც 2200-ზე მეტი გარდაცვლილია, ხოლო 48 ათასზე მეტი - გამოჯანმრთელებული.

კომენტარები