კორონავირუსი

ჩეხეთმა, ავსტრიამ და სლოვაკეთმა 8 ივნისიდან, შესაძლოა, ერთმანეთთან საზღვარი გახსნან

ჩეხეთმა, ავსტრიამ და სლოვაკეთმა 8 ივნისიდან, შესაძლოა, ერთმანეთთან საზღვარი გახსნან. 

ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბისმა განაცხადა

კორონავირუსის პანდემიის კონტროლის თვალსაზრისით მსგავსი პროგრესის მქონე სამი ქვეყანა ამჟამად განიხილავს, თუ როგორ გახსნან ზაფხულის ტურიზმის სეზონი. 

ბაბისი საზღვრების შესაძლო გახსნას 8 ივნისიდან 15 ივნისამდე პერიოდში ვარაუდობს. 

ჩეხეთი გერმანიასთან საზღვრის გახსნას ამჟამად არ განიხილავს, რადგან პრემიერმინისტრის განცხადებით, გერმანიაში კორონავირუსის სიტუაცია არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ეს ჩეხეთის სხვა მეზობელ ქვეყნებშია.

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს საზღვრების უსაფრთხო გახსნისკენ მოუწოდებენ და ითხოვს, რომ მგზავრებმა თვითმფრინავებში პირბადეები ატარონ.

კორონავირუსის გამო ევროპაში თითქმის ყველანაირი მოგზაურობა შეჩერდა, რამაც ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა - ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის მეათედი ტურიზმზე მოდის. 

ამდროინდელი მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსის 8 223 შემთხვევა დადასტურდა, 284 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები