გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ

გურჯაანის სასამართლომ 5 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი გაამართლა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახმა გააპროტესტა და სასამართლოს შენობაში რამდენჯერმე სცადა შესვლა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

"სასამართლომ საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. პირდაპირი მტკიცებულება იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჩვენება იყო, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა ეს ჩვენება", - ამბობს დაზარალებულის წარმომადგენელი. 

12 მაისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულ ა.ა.-ს საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. 

პროკურატურა ასევე წერდა, რომ ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ დაასრულა. 

"სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე", - წერდა პროკურატურა 12 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა და 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები