კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 15

Shannon Stapleton/Reuters

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. 

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირება 58 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ორს ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ, 13 მაისს დაბრუნდა.  

ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის ჯგუფის შეფასება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები