ავატარი

ახალი ფოტო ავატარის გადასაღები მოედნიდან

Den of Geek

პროდიუსერმა ჯონ ლანდაუმ ავატარის გაგრძელებების გადასაღები მოედნიდან კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე მსახიობები ქეით უინსლეტი, ზოი სალდანა, სემ უორტინგტონი და კლიფ კერტისი ჩანან.

"ზოი სალდანა, სემ უორტინგტონი, ქეით უინსლეტი და კლიფ კერტისი 3 მილიონი ლიტრის მოცულობის აუზში ისვენებენ, რომელიც სპეციალურად ავატარის გაგრძელებისთვის ავაშენეთ,"-წერს ლანდაუ.

რეჟისორი ჯეიმს კამერონი ავატარის რამდენიმე გაგრძელებას ერთდროულად იღებს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

ახალ ზელანდიაში დაწყებული გადაღებები ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

კომენტარები