კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: გარდაცვლილი 81 წლის ქალია, იყო ერთ-ერთი უმძიმესი პაციენტი

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეთორმეტე პაციენტი 81 წლის ქალია, რომელიც ქართულ-ბრიტანული კლინიკიდან 12 აპრილს გადაიყვანეს. 

როგორც ტურძელაძემ ტაბულას უთხრა, პაციენტს 29 აპრილიდან კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა.

"ჰქონდა უმძიმესი არტერიული ჰიპერტენზია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, დისტრესი, თირკმელების მწვავე უკმარისობა, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სეფსისი. იყო ერთ-ერთი უმძიმესი პაციენტი", - უთხრა ტურძელაძემ ტაბულას. 

დღეს, 14 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები