ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება, - "ამ რეგიონის მცოვრებებსაც შეეძლებათ ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქე".

გიორგი გახარიას თქმით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მაგრამ, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. ასევე ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ მარნეული 23 მარტის შემდეგ ჩაკეტილია და საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული.

14 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პრევენციის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია მოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობ ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მოიხსნება. მანამდე, შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქები - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი.

კომენტარები