2020 წელს გარდაცვლილები

28 წლის ასაკში სუმოისტი შობუში კორონავირუსით გარდაიცვალა

Guardian

28 წლის ასაკში, იაპონელი პროფესიონალი სუმოისტი კიოტაკა სუეტაკე, მეტსახელად შობუში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

შობუში პირველი სუმოისტია და ყველაზე ახალგაზრდა იაპონიის მოქალაქეა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.

იაპონიის სუმოს ასოციაციის მონაცემებით ვირუსით ინფიცირდა კიდევ 5 სუმოისტი, აქედან ორი გამოჯანმრთელდა.

"წარმომიდგენია როგორი რთულია ერთი თვე ვირუსს ებრძოლო და დამარცხდე. როგორც ნამდვილი სუმოისტი შობუში ბოლომდე იბრძოდა," - ამბობს იაპონიის სუმოს ასოციაციის წარმომადგენელი.

14 მაისის მონაცემებით, იაპონიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 16,103 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 9,868 და გარდაიცვალა 696 ადამიანი.

 

კომენტარები