ახალი მუტანტები

ახალი მუტანტები 28 აგვისტოს გამოვა

Deadline

სტუდია Disney ახალ მუტანტებს კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის 28 აგვისტოს გამოუშვებს.

ჯოშ ბუნის ფილმისთვის ეს რიგით მეხუთე გამოსვლის თარიღია. თავდაპირველად სურათი 2018 წლის 13 აპრილს უნდა გამოსულიყო, შემდეგ 2019 წლის 22 თებერვალს, 2019 წლის 2 აგვისტოს, 2020 წლის 3 აპრილს, უკანასკნელი ცვლილება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მოხდა.

სიუჟეტის ცენტრში ხუთი თინეიჯერია, რომლებიც იდუმალებით მოცული კლინიკის პაციენტები არიან. ფილმი იქს-ადამიანების ფრენჩაიზის ნაწილია.

ახალ მუტანტებში მთავარ როლებს მეისი უილიამსი, ანა ტეილორ-ჯოი, ჩარლი ჰიტონი, ბლუ ჰანტი და ჰენრი ზაგა ასრულებენ.

 

კომენტარები