საგანგები მდგომარეობა

გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმეს

CNN

შინაგან საქმეთა სამინინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმეს.   

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ჯამში, 102 მოქალაქე დაჯარიმდა - მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 7, 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის კი 6 ადამიანი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. 

კომენტარები