ავტომობილები

ავტოიმპორტიორებს 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა უხანგრძლივდებათ

autobazroba.com

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწვყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.

ფინანსთა მინისტრმა უკვე გასცა შესაბიმისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც სანქციები გამოყენებული არ იქნება იმ იმპორტიორების მიმართ, ვინც პირველ მაისამდე შემოიყვანა ავტომობილი და 90 დღის განმავლობაში არ გაუყვანია რეექსპორტზე ან სხვა საბაჟო პროცედურაში არ მოუქცევია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგანაც თავისუფლდებიან.

მთავრობა იმპორტიორებს მოუწოდებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყონ შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი ან სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

კომენტარები