იაპონიის უმეტეს პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

შინძო აბე
Bloomberg

იაპონიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის კლების შემდეგ, 47-დან 39 პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

ტოკიოში, ოსაკასა და ჰოკაიდოზე საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაშია, რადგან ყოველდღიურად ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები მატულობს.

იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკის მეშვიდედამდე დაეცა. 

მან მოსახლეობას სიფხიზლისკენ, პირბადეების ტარებისკენ და დისტანციის მითითებების დაცვისკენ მოუწოდა. 

ის იმედოვნებს, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, 31 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა სხვა პრეფექტურებშიც მოხსნია. 

აბეს თქმით, მათ ახალი კორონავირუსის გავრცელება იმ დონემდე შეამცირეს, რომ ამის არიდება კლასტერზე ორიენტირებული მიდგომით შესაძლებელია. 

სხვა მთავრობებისგან განსხვავებით, იაპონელ ლიდერებს საგანგებო მდგომარეობის აღსრულების სამართლებრივი ძალა არ აქვთ. ადგილობრივი მმართველები ბიზნესებს მოუწოდებენ, არ გაიხსნან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ სახლში დარჩნენ. თუმცა, თუ იაპონიის მოქალაქეები ასე არ მოქცევიან, ამისთვის სასჯელი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, გადაადგილების მონაცემებით, იაპონიაში საჯაროდ გადაადგილების მაჩვენებელი დაცემულია.

14 მაისის მონაცემებით, იაპონიაში ახალი კორონავირუსი 16 049 ადამიანს დაუდასტურდა. 678 პაციენტი გარდაიცვალა, 8 920 - უკვე გამოჯანმრთალდა.

კომენტარები