საგანგებო მდგომარეობა

გასულ ღამეს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის კიდევ 119 ადამიანი დააჯარიმეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 104 მოქალაქე დააჯარიმეს. 

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 ადამიანი დაჯარიმდა. 

პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის ფაქტზე 10 მოქალაქე დააჯარიმა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. 

კომენტარები