ნაიარევი სახე

ლუკა გუადანინო ნაიარევი სახის რიმეიქს გადაიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Cinema Fanpage

კინოსტუდიამ Universal ნაიარევი სახის რიმეიქის გადაღება იტალიელ რეჟისორს, ფილმების შენი სახელით მომმართე და სუსპირია შემქმნელს ლუკა გუადანინოს მიანდო.

პროექტის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა დროს ფილმის გადაღებას დევიდ ეირი და ანტუან ფუკუა გეგმავდნენ. 

სცენარის უკანასკნელი ადაპტაცია ძმებმა კოენებმა დაწერეს. 

ორიგინალი ფილმი 1932 წელს გამოვიდა. სურათი კრიმინალური ავტორიტეტის ტონი კარმონტეს აღზევებასა და დაცემის ისტორიას მოგვითხრობს. 80-იან წლებში ბრაიან დე პალმამ სურათის მოქმედება მაიამიში გადაიტანა, მთავარი გმირი კი კუბელი ემიგრანტი ტონი მონტანა(რომლის როლი ალ პაჩინომ შეასრულა) გახდა.

გუადანინოს ვერსიაში მოქმედება თანამედროვე ლოს-ანჯელესში განვითარდება. მთავარ როლზე დიეგო ლუნა განიხილებოდა, თუმცა მსახიობმა პროექტი დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები