საზოგადოებრივი ტრანსპორტი

უცნობია, აღდგება თუ არა საზ. ტრანსპორტი 22 მაისის მერე, მერიაში საბჭოს გადაწყვეტილებას ელიან

თბილისის მერია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს.

ჯერჯერობით უცნობია, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი საგანგებო მდგომარეობუის გაუქმების შემდეგ.

თბილისის მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.  

მთავრობაში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ყველა შეზღუდვის ეტაპობრივად მოხსნის შესახებ საზოგადოებას ეცნობება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 

 

კომენტარები