კორონავირუსი საქართველოში

აშშ-მა საქართველოს 4 000 PCR ტესტის ჩასატარებლად ხელსაწყოები და აღჭურვილობა გადასცა

აშშ-მა საქართველოს 4 000 PCR ტესტის ჩასატარებლად ხელსაწყოები და აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაცია და ფოტომასალა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

"დღეს ელჩმა დეგნანმა და მინისტრმა ტიკარაძემ ერთად მიიღეს აშშ-ის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის საჩუქრად გადაცემული მაღალი ხარისხის ტესტირების აღჭურვილობა და ხელსაწყოები 4 000 ოქროს სტანდარტის RT-PCR ტესტის ჩასატარებლად. ასევე, $20,000-მდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ამერიკული კომპანია Thermo Fisher-ისგან შეძენილი ეს ტესტირების კომპლექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს უნარს, გაზარდოს COVID-19-ის ტესტირება და გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება" - აცხადებს საელჩო.

კომენტარები