გიგი უგულავა

გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

ტვ პირველი

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

"ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი", - თქვა მან.

"სხვა არხებზე გადავრთე, არსად არაფერი ხდებოდა. ამასობში აჩვენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერა აქვს ჩემი შეწყალების აქტს და ბუნებრივია, მადლობას ვეუბნები.

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს სპტიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში", - თქვა მან.

გიგი უგულავა 10 თებერვალს დააკავეს.

უზენაესმა სასამართლომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პრეზიდენტმა უგულავა ოპოზიციის და დასავლეთის ზეწოლის შედეგად შეიწყალა.

კერძოდ, 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შეწყალების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

კომენტარები