საჩხერე

შსს: საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი ადამიანი დავაკავეთ

droa.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, პოლიციელზე თავდასხმისთვის საჩხერეში 1991 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, მან 15 მაისს ურთიერთშელაპარაკებისას თანამშრომელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, შსს-ს ინფორმაციით, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ცნობით, ბ.გ-მ იმავე საღამოს საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები