საგანგებო მდგომარეობა

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ერთ ღამეში 84 მოქალაქე დააჯარიმეს

რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 93 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 84 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი - 8.

თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირზე 3 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო იურიდიულ პირზე – 15 000 ლარიანი.

კომენტარები