აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში 18 მაისიდან რესტორნები შეზღუდვებით გაიხსნება

Telegraph

18 მაისიდან ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა დიდ ქალაქებში რესტორნები და კაფეები გაიხსნება, თუმცა სამუშაო საათები და სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იქნება

ამავე დღეს გარეთ გასვლაზე SMS-ით კონტროლის სიტემა მოიხსნება და 65 წელს გადაცილებულ პირებს სახლიდან გასვლა შეეძლებათ. ასევე, ადამიანთა პატარა ჯგუფს ქუჩაში და პარკებში სეირნობის უფლება ექნება. 

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები 24 მარტს დააწესეს და 31 მაისამდე ახანგრძლივებენ. 

ქვეყანაში ნავთობის სექტორმა მუშაობა უკვე განაახლა, თუმცა დასაქმებული პირები რამდენიმე ცვლად მუშაობენ.

აზერბაიჯანის მთავრობამ ზომების შემსუბუქება გასული კვირიდან დაიწყო, როდესაც ბაქოსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში მაღაზიებს და სილამაზის სალონებს სამუშაოს გაგრძელების საშუალება მიეცათ.

აზერბაიჯანში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 980 შემთხვევაა გამოვლენილი. 36 ადამიანი გარდაიცვალა. 1 886 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები