ნავთობის ბაზარი

მაისში ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღიურად 8,6 მილიონით ბარელით შემცირდება

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობის ბაზრის მაისის მიმოხილვა გამოაქვეყნა. სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, აპრილთან შედარებით, ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღიურად 700 ათასი ბარელით გაიზრდება, თუმცა წინა წელთან შედარებით მოთხოვნის კლება 8,6 მილიონ ბარელს შეადგენს. 

აპრილში გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 9,3 მილიონი ბარელით იყო შემცირებული. მოთხოვნის გაზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამკრძალავი ზომების შემსუბუქებას უკავშირდება. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა ზომების შემსუბუქებასა და მოხსნასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა ეტაპობრივად აღდგება. 

სააგენტოს ანგარიშით, მიმდინარე თვეში სხვადასხვა ამკრძალავი ზომების პირობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. კორონავირუსის პანდემიის პიკზე ეს მაჩვენებელი 4 მილიარდს აღემატებოდა. 

მოთხოვნის და ფასის ვარდნის ფონზე, ძალაში შევიდა OPEC-ის ახალი შეთანხმებაც, რომელიც ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებას ითვალისწინებს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ნავთობის მიწოდების კლება დღიურად 12 მილიონი ბარელი იქნება. ამგვარად, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე თვეში ნავთობის მიწოდება 88 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც ბოლო 9 წლის მინიმალური მაჩვენებელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები