დენი ბოილი

დენი ბოილი ახალ ფილმს METHUSELAH გადაიღებს

IndieWire

ინგლისელი რეჟისორი დენი ბოილი მაღალბიუჯეტიან ფილმს Methuselah გადაიღებს. 

პროექტს კინოსტუდია Warner Bros. ხელმძღვანელობს. სცენარის ავტორი საიმონ ბოფოი იქნება, რომელიც ბოილთან ფილმებზე 127 Hours და Slumdog Millionaire მუშაობდა. მთავარ როლს მსახიობი მაიკლ ბ. ჯორდანი შეასრულებს.

მომავალი სურათის მთავარი გმირი ბიბლიური პერსონაჟი მათუსალაა, რომელმაც გადმოცემის თანახმად 969 წელი იცხოვრა. შემქმნელების განცხადებით სცენარი მაქსიმალურად შეიცვლება და ბიბლიურ პერსონაჟთან ცოტა რამ ექნება საერთო.

თავდაპირველად მთავარ როლზე ტომ კრუზი განიხილებოდა. თუმცა სპორტული დრამის Creed წარმატების შემდეგ სტუდიამ არჩევანი მაიკლ ბ. ჯორდანზე შეაჩერა.

კომენტარები