ვონგ კარ-ვაი

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ვონგ კარ-ვაი ფილმს გადაიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Screen Daily

საკულტო ჩინელი რეჟისორი ვონგ კარ ვაი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას თავად კარ-ვაი ავრცელებს.

მომავალი ფილმის სამუშაო სახელია Blossom. სურათი ცინ იუჩენის იგივე სახელის მქონე რომანს ეფუძნება. სცენარის ადაპტაციაზე კარ-ვაი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.

სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა კაცია, რომელიც 90-იანი წლების ჩინეთის საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობს.

ფილმის გადასაღებად რეჟისორმა ჩინურ ჰოლივუდად წოდებული სტუდია ჰენდიანი იქირავა. კარ-ვაის თქმით, ახალი სურათი მისთვის მშობლიურ შანხაიში დაბრუნების პირადი გამოცდილებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები