star wars

ტიმოტი ოლიფანტმა მანდალორიელის მეორე სეზონში ითამაშა

Entertainment Weekly

ამერიკელი მსახიობი ტიმოტი ოლიფანტი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზს შეუერთდა. კერკეტი კაკალის ვარსკვლავმა მანდალორიელის მეორე სეზონში ითამაშა.

სერიალის ახალი სეზონის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დასრულდა, თუმცა სამსახიობო შემადგენლობა, რეჟისორები და სიუჟეტის დეტალები აქამდე გასაიდუმლოებული იყო.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალი ეპიზოდები რეჟისორებმა რობერტ როდრიგესმა, პეიტონ რიდმა, დევიდ ფილონიმ და ჯონ ფავრომ გადაიღეს. ნაცნობ სამსახიობო შემადგენლობას ოლიფანტის გარდა მსახიობები როზარიო დოუსონი, ტემუერა მორისონი, ჯემი ლი კერტისი და მაიკლ ბინი შეუერთდნენ.

მანდალორიელის ახალი სეზონის პლატფორმაზე Disney+ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა. 

კომენტარები