უკრაინა-რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.

სიაში მოხვდა რუსული ტელეკომპანია NTV Plus, რუსეთის პირველი არხი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე დანაყოფი. შავ სიაში შეიყვანეს სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმი და მოსკოვის პუშკინის ხელოვნების მუზეუმი.

უკვე არსებული აკრძალვა რუსულ ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე კი, კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა. მათ შორის არის Mail.ru, VKontakte და Odnoklassniki და Yandex-ის აპლიკაციები.

რუსული კომპანიების და დაწესებულებების გარდა სანქციების სიაში შესულია 377 პირი. მათ აკრძალული აქვთ უკრაინაში შესვლა და საქმიანობის წარმოება, გაყინულია მათი ანგარიშები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები