კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა. 

როგორც ტაბულას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ უთხრა, COVID-19 ინფიცირებული პაციენტის დედასა და ორ შვილს დაუდასტურდა.  

დღეს, 16 მაისს, ქვეყანაში COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 26 ადამიანი.

საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირების 683 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები