კორონავირუსი

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთშის საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს. 

"თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად", - წერს ჯანჯღავა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო სამკურნალოს შესული ადამიანების თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებსა და ნორმებსაც განსაზღვრავს. 

კომენტარები