კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიასაც გაუსწრო

CNN

გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ, ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიასაც გადაუსწრო. ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა - აშშ-ის, რუსეთის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ქვეყანაში სულ ვირუსით ინფიცირების 233 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან, 15 000-ზე მეტი ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

დაღუპულთა რიცხვმა 15 662-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 89 672 ადამიანი.

ორი დღის წინ, კორონავირუსის საკითხზე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან უთანხმოების გამო, ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა. ნელსონ თაიჩი ჯანდაცვის მინისტრად მას შემდეგ დანიშნეს, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

კომენტარები