ცნობილი ადამიანები

კენდალ ჯენერმა შფოთვებისა და პანიკური შეტევების ქონის გამოცდილებაზე ისაუბრა

Getty Images

კენდალ ჯენერმა Good Morning America-ს ეთერში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტოპმოდელმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აღმოაჩინა რომ შფოთვები ჰქონდა.

"მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და მახსოვს შეგრძნება, რომ ვერ ვსუნთქავდი. დედაჩემს [კრიმს ჯენერს] ვეუბნებოდი, რომ "ვერ ვსუნთქავდი, შეიძლება ცუდი რამე მომხდარიყო". მან, ცხადია, ექიმებთან წამიყვანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავი.

არავის, არასდროს უთქვამს, რომ შფოთვები მქონდა. დაახლოებით 3-4 წლის წინ გიჟური პანიკური შეტევებიც მქონდა. როგორც იქნა, საბოლოოდ მივიღე ის ინფორმაცია, რაც მჭირდებოდა", - თქვა ჯენერმა.

მისივე თქმით, ახლა ფსიქიკური ჯანმრთელობა უკეთეს მდგომარეობაში აქვს და შფოთვებიც ხანდახან ემართება.

"ახლა ისე მწვავედ აღარ ვარ, შფოთვები ხანდახან მაქვს. თავს ჩემით ვიწყნარებ, წიგნს ვკითხულნ ან ვმედიტირებ", - თქვა ჯენერმა.

2019 წელს, კენდალ ჯენერს მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენების გამოტოვება შფოთვებისა და პანიკური შეტევების ქონის გამო მოუწია. მაშინ მოდელი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის გადალახვაში თავისი და, კაილი ჯენერი, დაეხმარა.

კომენტარები