ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი წერს, რომ ერთხელ დედოფალმა ელისაბედმა თავის დისშვილს სახეში გაარტყა

ელტონ ჯონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნ "Me"-ში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიები გაიხსენა.

მომღერალმა მოყვა, რომ ერთ-ერთ საღამოს, დედოფალმა ელისაბედმა თავის დისშვილს, ვისკონტ ლინლის სთხოვა, რომ სასახლიდან ადრე წასული დედამისი [პრინცესა მარგარიტა] მოეძებნა. ვისკონტ ლინლიმ დედოფლის თხოვნა არ შეასრულა.

"როდესაც ლინლი მის მოტყუებას ეცადა, დედოფალმა მას მსუბუქად სახეში გაარტყა და შემდეგ უთხრა - არასდროს შემეკამათო, მე დედოფალი ვარ. ყოველი სიტყვის შემდეგ ურტყამდა", - წერს ელტონ ჯონი.

მომღერალმა წიგნში პრინცესა დიანაზეც ისაუბრა, სადაც დაწერა, რომ მას შეეძლო ნებისმიერ ვითარებაში ადამიანებისთვის თავი კომფორტულად ეგრძნობინებინა.

"ის ძალიან კარგი კამპანია იყო და ნამდვილო ჭორიკანა - შეგეძლო ნებისმიერი რამ გეკითხა მისთვის და აუცილებლად მოგიყვებოდა", - წერს ელტონ ჯონი.

მომღერლის ავტობიოგრაფიულო წიგნი "Me" 2019 წლის, 15 ოქტომბერს გამოვიდა.

კომენტარები