რეჟისორი, ლინ შელტონი, ამოუცნობი სისხლის დაავადების გამო 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შელტონი თავდაპირველად მსახიობი და ფოტოგრაფი იყო, 30 წლის შესრულების შემდეგ კი ფილმების გადაღება დაიწყო.
"ლინის ტვიტერის აღწერა გვეუბნება: მე ვაკეთებ ფილმებსა და სერიალებს და მომწონს სიცილი. ბევრი სიცილი. ლინს გადამდები სიცილი ჰქონდა და სიცოცხლით სავსე იყო. ის ძალიან მოენატრება ოჯახს, მეგობრებს, გასართობ ინდუსტრიასა და ფანებს", - წერია განცხადებაში.
ლინ შელტონი ცნობილი იყო შემდეგი ფილმებისთვის: "Humpday", "Your Sister's Sister" და "Outside in". მან ასევე, პოპულარობა მოიპოვა Hulu-ს სერიალიდან "Little Fires Everywhere".