ამერიკული კომპანია: აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ს სხეულიდან განდევნიან

TIME

კალიფორნიაში არსებული ბიო-ფარმაცევტული კომპანიის "Sorrento Therapeutics"-ის მეცნიერების თქმით, მათ ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც ვირუსისგან 100%-ით გიცავენ.

"გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდი. არსებობს გამოსავალი, რომელიც 100%-ით მუშაობს. თუ თქვენს სხეულში ამ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს შევიყვანთ, მაშინ ფიზიკური დისტანცირება აღარ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ წარსდგეთ საზოგადოებაში შიშის გარეშე", - თქვა კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ ჰენრი ჯიმ.

კომპანიაში უკანასკნელი დეკადის განმავლობაში შეგროვებული მილიარდობით ანტისხეულები გატესტეს. ამან შესაძლებელი გახადა, რომ მეცნიერებს აღმოეჩინათ ის ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამოდგეს. მათი თქმით, ათეულობით ანტისხეულს აღმოაჩნდა უნარი, რომ დაებლოკათ ის რეცეპტორი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის შესვლაზე ადამიანის უჯრედში.

"როდესაც ანტისხეული იცავს უჯრედს ვირუსის შესვლისგან, ვირუსი ვერ გადარჩება. ანტისხეული ვირუსს ხელებს ხვევს და სხეულიდან გარეთ უშვებს", - თქვა ჰენრი ჯიმ.

ანტისხეულებს STI-1499 ქვია და ჯერჯერობით მასზე ნებართვა FDA-ს არ გაუცია. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ, კომპანიამ დააანონსა, რომ ისინი ნიუ-იორკში არსებულ Mount Sinai Health System-თან ითანამშრომლებდნენ, რათა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ "ანტისხეულების კოქტეილი" შეექმნათ. მასში შესული იქნება სამი სახის ანტისხეული, რომლებიც Covid-19-ისგან დამცავი ფარის ფუნქციას შეასრულებენ.

კომპანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ STI-1499 ერთ-ერთია იმ ანტისხეულებიდან, რომლებსაც "კოქტეილის" შექმნის დროს გამოიყენებენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ექიმი ამეშ ადალიას თქმით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური ვაქცინა იქნება და მას ვერანაირი წამალი ვერ შეედრება.

"საუკეთესო გზა, რომ აკონტროლო ინფექციური დაავადება, არის ვაქცინა. ამიტომ, ცხადია, ვაქცინა იქნება უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი წამალი. შენ არ გჭირდება მკურნალობა, რადგან ინფიცირებული არ ხარ", - თქვა მან.

17 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 4 737 926 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 1 800 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 310 000-ზე მეტი.

კომენტარები