17 მაისი

"საფრთხე იყო" - პოლიციამ კაფე გალერის ფანჯრიდან გადმოფენილი ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა

0 კომენტარი
ფოტო: ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

პოლიციამ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე კაფე გალერიდან გადმოფენილი ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა. 

როგორც პოლიციელი TV პირველთან ამბობს, საფრთხე იყო და დროშა ჩამოახსნევინეს, რათა "დაპირისპირებული მხარე არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ."

"საფრთხე იყო. გვაქვს ინფორმაციები. თავისი ნებით ჩამნოხსნეს, არავის აუკრძალავს. ავუხსენით გარემოება, სიტუაცია და ჩამოხსნეს ჩვეულებრივად", - ამბობს სამართალდამცავი.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები