საფრანგეთი

საფრანგეთში გასულ წელს ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმების რიცხვი 36%-ით გაიზარდა

0 კომენტარი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით გასულ წელს ქვეყანაში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმების რიცხვი 36%-ით გაიზარდა.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, გასულ წელს პოლიციამ გამოავლინა 1 870 დაზარალებული, რომელთაც ჰომოფობიურ ან ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. 2018 წელს ეს რიცხვი 1 380 იყო. შემთხვევების 33%-ში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 28%-ში კი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. მსხვერპლთა 75% კაცები არიან, 62%-ის ასაკი კი 35 წელზე ნაკლებია.

"ეს რიცხვები გვაჩვენებს, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია საზოგადოებაში ღრმადაა ფესვგადგმული." ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვები არაზუსტია, რადგან ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლები ვერ ახერხებენ პოლიციაში ჩივილს.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები