ახალი კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური რიცხვი 100-ს ბოლო ორ თვეში პირველად ჩამოცდა

0 კომენტარი

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოცდა 100-ს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 87 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, COVID 19-ს ესპანეთში უკვე 27 650 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ახალი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 515-ით გაიზარდა და 231 350-ს მიაღწია. ამისდა მიუხედავად, ვირუსის გავრცელების ტემპი ქვეყანაში კვლავ იკლებს.

ესპანეთში პიკი აპრილის დასაწყისში იყო, როდესაც ერთ დღეში 950 პაციენტი გარდაიცვალა. 

ქვეყანამ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე შეამსუბუქა - გახსნილია ზოგიერთი ბარი და რესტორნის ტერასები.

მაქსიმუმ 400 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.

COVID 19-ისგან ესპანეთში უკვე 146 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები