ქუვეითსა და კატარში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის სასჯელის ზომად პატიმრობა შემოიღეს

Reuters

ქუვეითსა და კატარში პირბადის გარეშე მოძრაობისათვის სასჯელის ზომად ათობით ათასი დოლარის ჯარიმა ან პატიმრობა შემოიღეს.

ქუვეითში ჯარიმა 5 000 დინარი ($16 200) იქნება, მაქსიმალური სასჯელი კი 3-თვიანი პატიმრობა. კატარში ჯარიმა 200 000 რიალს ($55 000) აღწევს, მაქსიმალური სასჯელი კი 3-წლიანი პატიმრობაა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი კორონავირუსით დაავადების 137 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი, 54 752 საუდის არაბეთში. მეორე ადგილზე კატარია 32 604 დადასტურებული შემთხვევით, დაიღუპა 15 ადამიანი. ქუვეითში ვირუსი 14 850 ადამიანს დაუდასტურდა დაიღუპა 112 ადამიანი.

კომენტარები