კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაემატა და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

"ისინი არიან გადმოყვანილი ბოლნისიდან და კარანტინიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში",- ამბობს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან 43-ს აქვს Covid-19-ის დიაგნოზი.

"კლინიკაში 10 მოზარდი მკურნალობს. 2 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა მძიმეა. ასევე, 4 ადამიანი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთი ბავშვია", - ამბობს სოლოღაშვილი.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 701 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 432 და გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კომენტარები