არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება

პროკურატურამ 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს ბრალი წარუდგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 16 მაისს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

კომენტარები