The Matrix

ლილი ვაჩოვსკიმ ელონ მასკსა და ივანკა ტრამპს მატრიცის ფრაზის გამოყენებისთვის შეაგინა

ივანკა ტრამპი/ლილი ვაჩოვსკი/ელონ მასკი

"The Matrix"-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ლილი ვაჩოვსკიმ, ელონ მასკსა და ივანკა ტრამპს ფილმის ცნობილი ფრაზის "Take the red pill"-ის გამოყენებისთვის შეაგინა.

16 მაისს, Tesla-ს დამფუძნებელმა, ელონ მასკმა, საკუთარ Twitter-ზე ცნობილი ფრაზა დაწერა და წითელი ვარდის ემოჯი მიახატა.

ელონ მასკის პოსტი ივანკა ტრამპმა გააზიარა და "Taken" [მიღებულია] დააწერა.

ამის შემდეგ, ორივე პოსტი ლილი ვაჩოვსკიმ გააზიარა და მათ შეაგინა.

"წადით თქვენი [Fuck you both]", - წერს ლილი ვაჩოვსკი.

"Take the red pill" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა მატრიცადან. ფილმის პირველ ნაწილში მორფეუსი პროტაგონისტ ნეოს ეუბნება, რომ ის კომპიუტერულ სიმულაციაში ცხოვრობს და არჩევანს სთავაზობს: რეალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ნეომ ლურჯი ტაბლეტი უნდა დალიოს, ხოლო წითელი ტაბლეტის დალევის შემთხვევაში, ის სიმართლეს გაიგებს მარტიცისა და ყალბი რეალობის შესახებ.

კომენტარები