2020 წელს გარდაცვლილები

86 წლის ასაკში, ამერიკელი მსახიობი ფრედ უილარდი გარდაიცვალა

Hollywood Reporter

ლოს-ანჯელესში, 86 წლის ასაკში, ბუნებრივი მიზეზებით ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ფრედ უილარდი გარდაიცვალა.

უილარდის სამასხიობო კარიერა 1967 წელს დაიწყო. პოპულარობა რობ რაინერის კომედიამ This is Spinal Tap! მოუტანა. მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ფილმებსა და სერიალებში Anchorman, Date Movie, American Wedding, Friends, Wall-E, Harold and Kumar Go To White Castle, Family Guy.

მსახიობის ხსოვნას სტივ კარელმა, ბენ სტილერმა, ჯიმი კიმელმა და სხვა კომიკოსებმა მიაგეს პატივი.

კომენტარები