კორონავირუსი იტალიაში

იტალია კინოთეატრებს ზაფხულში გახსნის

Fluent U

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით კინოთეატრები 15 ივნისს გაიხსნება.

კინოთეატრებისთვის შემუშავებულია ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვით მაყურებელს ბილეთის შეძენა მხოლოდ ონლაინ შეეძლება, ასევე, დარბაზებში ადგილები ჭადრაკული განლაგებით გაიყიდება. 

ამ ეტაპზე უცნობია ვენეციის კინოფესტივალის ბედი. მასობრივი ღონისძიებები იტალიაში კვლავ აკრძალულია.

18 მაისის მონაცემებით იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 225,886 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 127,326 და გარდაიცვალა 32,007 ადამიანი.

კომენტარები