კორონავირუსი იტალიაში

9 მარტის შემდეგ, იტალიაში Covid 19-ით ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოცდა 100-ს

FT

9 მარტის შემდეგ, იტალიაში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოცდა 100-ს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 99 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, იტალიაში კორონავირუსით ერთ დღეში 451 ადამიანი დაინფიცირდა - ეს 2 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სულ ქვეყანაში კორონავირუსი 225 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 32 000 და გამოჯანმრთელდა 127 000 პაციენტი.

იტალიაში 10 მარტიდან 3 მაისამდე კარანტინი იყო გამოცხადებული. შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები