ცნობილი ადამიანები

PAGE SIX: რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი პირველ შვილს ელოდებიან

Getty Images

გამოცემა Page Six ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი პირველ შვილს ელოდებიან.

"წყვილი კარანტინის დროს კალიფორნიის სახლში იმყოფებოდა. წყარომ გვითხრა, რომ რუნი მარას დიდი ზომის ტანსაცმელი აცვია, რათა მუცელი დამალოს. ის, შესაძლოა, 6 თვის ორსული იყოს", - წერს გამოცემა.

წყვილმა ამ თემასთამ დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

35 წლის რუნი მარა და 45 წლის ხოაკინ ფენიქსი ერთად 2017 წლიდან არიან. თავდაპირველად, ისინი "Her"-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობა არ დაუწყიათ, სანამ "Mary Magdalene"-ს გადაღებებისას კვლავ ერთად არ მოხვდნენ.

კომენტარები