ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა

შსს-მ გორში ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავა

www.gwf-online.org

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გორში ცოლის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავა.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1953 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა 1952 წელს დაბადებულ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები