პაკისტანი

პაკისტანში 2 გოგო ბიჭთან გადაღებული ვიდეოს და მისი ინტერნეტში გავრცელების გამო მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

პაკისტანში, ბიჭთან ერთად გადაღებული და შემდეგ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო, 16 და 18 წლის გოგოები მოკლეს.

BBC-ის ინფორმაციით, ვიდეოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გადაღებული, ერთი ბიჭი და სამი გოგო ჩანან.

გამოცემა ასევე წერს, რომ საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ერთი დაკავებული ერთერთი გოგოს ძმაა, მეორე კი კიდევ ერთი გოგოს მამა.

"ამ მომენტისთვის ჩვენი პრიორიტეტია მესამე გოგოსა და ბიჭის უსაფრთხოების დაცვა", - თქვა პოლიციამ.

გოგოები "ღირსების მკვლელობის" მოტივით მოკლეს. ასეთ დროს, ოჯახის წევრს იმისთვის კლავენ, რომ ნათესავების წინაშე "ღირსება აღიდგინონ".

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, პაკისტანში ერთი წლის განმავლობაში 1000-მდე "ღირსების მკვლელობა" ხდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები