ცნობილი ადამიანები

"უცნაური წესები ჰქონდა" - კანიე უესტის ყოფილმა დაცვამ მომღერალთან მუშაობა გაიხსენა

Getty Images

კანიე უესტის ყოფილი დაცვის წევრმა, სტივ სტანილუსმა, მომღერთან მუშაობის პერიოდი და მისი მოთხოვნები გაიხსენა.

სტანილუსის თქმით, პირველ სამუშაო დღეს კანიე უესტი მას ეჩხუბა, რადგან არ იცოდა, ლიფტით რომელ სართულზე უნდა ასულიყვნენ.

"როდესაც მას პირველად შევხვდი, მოდის კვირეული მიმდინარეობდა. მას სტუდიაში უნდა შევხვედროდი. როდესაც მოვიდა, ლიფტში შევედით და მკითხა, ვაპირებდი თუ არა დამეჭირა იმ სართულისთვის, რომელზეც ავდიოდით. მე ვუთხარი, რომ წარმოდგენა არ მქონდა რომელ სართულზე უნდა ავსულიყავით, რადგან ეს ჩემი პირველი დღე იყო. ამის შემდეგ მან მკითხა, რატომ არ მქონდა წინასწარ გარკვეული სად მივდიოდით. ამიტომ მე მას ვუთხარი - 'მომისმინე, ერთი ვარიანტია, რომ შენ მითხრა რომელ სართულზე უნდა ავიდეთ და მე ეს მეცოდინება. მეორე ვარიანტია, რომ ღილაკს შენ დააჭირო და მე გავიგებ, რომელი სართულია. ხოლო მესამე ვარიანტია, რომ მთელი დღე აქ იჯდე და მომიყვე, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის დრო'. ეს იყო ჩვენი პირველი შეხება. მან პირველი ვარიანტი აირჩია", - გაიხსენა სტივ სტანილუსმა.

სტანილუსის თქმით, კანიე უესტი თავისი მომავალი ადგილმდებარეობის შესახებ პაპარაცებს წინასწარ ატყობინებდა და ამიტომ, ისინი სულ მომზადებულები ხვდებოდნენ.

"პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ პაპარაცებისთვის ვიღაცებს არ დაერეკათ. გამორიცხულია, რომ ყოველთვის, სახლის დატოვებისას, მათ ამის შესახებ ცოდნოდათ. აშკარად ვიღაც ურეკავდა მათ. ეს ჩემი აზრია. შესაძლოა პაპარაცები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე წარმომიდგენია", - გაიხსენა სტივ სტანილუსმა.

მისივე თქმით, მომღერალს გადაადგილების დროს "უცნაური წესები ჰქონდა", რადგან ითხოვდა, რომ დაცვის წევრები 10 ნაბიჯით უკან ყოფილიყვნენ.

"მას სურდა, რომ ქუჩაში მასზე 10 ნაბიჯით უკან ყოფილიყავი. ამიტომ, ცხადია, ვინმე რომ მასთან მისულიყო და რაიმე ექნა, სანამ მე მომღერალთან მივირბენდი და მის დაცვას შევეცდებოდი, ყველაფერი უკვე მომხდარი იქნებოდა", - გაიხენდა სტივ სტანილუსმა.

კომენტარები